„მონატრება გაწერინებს ყველაფერს“ - ფოთის N4 საჯარო სკოლის მოსწავლის თვალით დანახული პანდემია
07-05-2020
ფოთის N4 საჯარო სკოლის მოსწავლე ილია ჩხარტიშვილი კორონავირუსის პანდემიით შეცვლილ ვითარებაზე ჩანახატს აკეთებს და საკუთარ განცდებს საჯაროდ გვიზიარებს. მოსწავლის ნამუშევარს უცვლელად გთავაზობთ:

დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე აკრძალეს სახლიდან გასვლა, კითხვა: რატომ? რა სარგებლობა მოაქვს სახლიდან არ გაუსვლელობას? პირველ რიგში, ჩვენს ჯანმრთელობას ვუფრთხილდებით და ამასთან ერთად სხვას არ ვაზარალებთ. მთავარია დავიცვათ/გვეკეთოს: 

ჰიგიენა 

ნიღაბი

სამედიცინო ხელთათმანი.

სამედიცინო ხსნარით წმენდა იმ ნივთების რასაც ვეხებით.

სახლში ჯდომით მოვიწყინეთ, რით გავერთოთ არ ვიცი , გვენატრება: ნათესავები, მეგობრები, სკოლა, მუშაობა, გართობა. ამ მონატრებაში გადის ჩვენი დღეები. 

ერთმა დადებითმა თვისებამ გამოიჩინა თავი სახლში ჯდომით: ოჯახის წევრები ერთმანეთს ვხედავთ, სიყვარულით სავსე თვალებით შევცქერით ერთმანეთს. 

- და მაინც რა არის მონატრება ?

- ეს არის განუზომელი ტკივილი, ტკივილი რომლის ჩაცხრობის იმედი ყოველთვის გაქვს, მაგრამ არასოდეს ქრება.

ეს არის სიყვარული. ვინმე უნდა გიყვარდეს რომ გენატრებოდეს სხვანაირად არ შეიძლება. 

ნამდვილი მონატრება ცოცხლად სიკვდილის ტოლფასია.

- ცრემლები ?

- მას ვერავინ ამჩნევს, რადგან ისინი სინამდვილეში სულში მოდიან და ავსებენ მის ფიალას სევდით. 

- ცხოვრება ?

- როდესაც გენატრება შენი ცხოვრება აღარ გაქვს. რადგან შენ ცხოვრობ იმ ადამიანის ცხოვრებით, რომელიც გენატრება.

- ბავშვი?

- დიახ ! ბავშვივით სათუთია მონატრება. ადამიანი მას ბავშვივით განცდის. ისე როგორც დედის ძუძუს მოწყვეტილი ბალღი. 

- წვიმა ?

- წვიმა ცრემლებია, ამას უნდა მიმხვდარიყავით.

- წარსული ?

- აქედან იწყება მონატრება.

- ბედნიერება ?

- განიცდი მონატრების დროს, როდესაც ოცნებომ და წამიერად გამოგივიდა ის რასაც ოცნებობ.

- ოჯახი, მეგობრები ?

– ვერავინ ამჩნევს, მაგრამ შეიძლება დედამ შეგამჩნიოს. დედა გრძნობს შვილის ტკივილს!

- პოეზია ?

- მონატრება გაწერინებს ყველაფერს.

- დრო ?

- დრო მიდის და გტოვებს ხელცარიელს, შენ კი კვლავ გენატრება.

- ადამიანი ?

- ადამიანი ამისთვის არის გაჩენილი!!! 

ჩვენთვის საყვარელ ადამიანებს გვინდა ვუთხრათ: როდესაც გვინდა მთელი სულით და გულით ჩავეხუტოთ და ვუთხრათ ის სასიამოვნო და გრძნობებით სავსე სიტყვები "მე შენ მიყვარხარ". 

მონატრების 1 თვე - ეს ხომ საშინელებაა, როცა ამდენი ხნის განმავლობაში ვერ ერთობი, ვერ ხედავ მეგობრებს. მონატრება ხომ დამანგრეველი ძალაა და ზოგჯერ სტიქიურიც კი რასაც ვერ ავღწერთ.

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203