დისტანციურ სასწავლო პროცესში ნარდევანის საჯარო სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ
07-05-2020

წალკის მუნიციპალიტეტის ნარდევანის საჯარო სკოლამ სასწავლო პროცესი დისტანციურად განაგრძო.

დირექტორის განცხადებით, მასწავლებლები და მოსწავლეები ონლაინ სწავლებაში აქტიურად ჩაერთვნენ.

ისინი ხელმძღვანელობენ როგორც სამინისტროს მიერ შეთავაზებული პლატფორმებით, ასევე იყენებენ სოციალური ქსელების ჯგუფებსა და სატელეფონო კომუნიკაციას.

სასწავლო პროცესი ახალ რეჟიმში საინტერესოდ და შეუფერხებლად მიმდინარეობს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203