კაჩაგანის N1 საჯარო სკოლა დისტანციური სწავლა-სწავლების პროცესს აქტიურად წარმართავს
07-05-2020

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანის N1 საჯარო სკოლა სწავლა-სწავლების პროცესს დისტანციურად წარმართავს. 

სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს ახალ მასალას დისტანციურად უხსნიან და აწვდიან დავალებებს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მასწავლებლები და მოსწავლეები ჩართულნი არიან „თიმსის“ პროგრამაში, ასევე მოსწავლეებთან საკომუნიკაციოდ პედაგოგები იყენებენ სხვადასხვა სოციალური ქსელის ჯგუფებს.

მოსწავლეები ონლაინ სწავლებაში ინტერესით არიან ჩაბმულნი. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203