„გამოიცანი ჩაფიქრებული თამაში“ - ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლის პედაგოგმა პირველკლასელებისთვის ონლაინ კონკურსი ჩაატარა
07-05-2020

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლის პედაგოგმა ფატიმა მგელაძემ პირველკლასელ მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარების მიზნით ჩაატარა საგანმანათლებლო ონლაინ კონკურსი - „გამოიცანი ჩაფიქრებული თამაში“.

აღნიშნული დისტანციური კონკურსის მიზანი იყო ქართული სალიტერატურო ენის პოპულარიზაცია, ლექსიკური მარაგის გამდიდრება, საპრეზენტაციო უნარ-ჩვევების განვითარება. 

მოსწავლეთა უმრავლესობა აქტიურად ჩაერთო აღნიშნულ კონკურსში, ისინი ერთმანეთისთვის ვირტუალურად ხსნიდნენ და აგზავნიდნენ სხვადასხვა საგნის  საინტერესო დახასიათებას, რისთვისაც დაჯილდოვდნენ შესაბამისი ხარისხის დიპლომებით.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203