„ჯანმრთელობა და ჯანსაღი საკვები“ – თბილისის N119 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტი განახორციელეს
07-05-2020

თბილისის N119 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობის“ ფარგლებში IX და VI კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს ონლაინ საკლასო პროექტი თემაზე - „ჯანმრთელობა და ჯანსაღი საკვები“.

პროექტს ხელმძღვანელობდა მაია მუშკუდიანი.

ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მოსწავლეებმა მოამზადეს ონლაინ პრეზენტაცია, ვიდეო მიმართვა, ანიმაცია, სლოგანები, პოსტერები. ისინი ასევე დაეხმარნენ მოხუცებს და ეს ყველაფერი გაავრცელეს სოციალური მედიის მეშვეობით.

პროექტში აქტიურად ჩაერთვნენ მშობლებიც, საოცარი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და აქტიურობა გამოიჩინეს მოხალისე მოსწავლეებმა.

„მადლობა ყველა  მონაწილეს. დავრჩეთ სახლში და გავუფრთხილდეთ  ჯანმრთველობას“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეოები






 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203