„ივარჯიშე სახლში“! - თბილისის N103 სკოლის მასწავლებელი ლალი თეთრაძე გამოწვევას უერთდება და მოსწავლეს იწვევს
07-05-2020

თბილისის N103 საჯარო სკოლის პედაგოგი ლალი თეთრაძე სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გამოწვევას - „ივარჯიშე სახლში“! უერთდება და პირველკლასელებს მოუწოდებს, შემოუერთდნენ და გამოიწვიონ თანაკლასელები.

მასწავლებელმა ვიდეო ჩაწერა, სადაც მან ერთ-ერთი მოსწავლე უკვე გამოიწვია სპორტულ აქტივობაში.

გამოწვევა ასეთია:

#დარჩისახლში
#ივარჯიშე
#გამოიწვიეშენიმეგობარი
#სასკოლოსპორტულიოლიმპიადა

თბილისის N103 საჯარო სკოლა მოსწავლეების გასახალისებლად არაერთ სახალისო აქტივობას სთავაზობს.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა შეწყდა, სასწავლო პროცესი კი დისტანციურად მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203