ქუთაისის N30 საჯარო სკოლის მოსწავლემ, გიორგი პაპიძემ izrune.ge-ს შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარა
07-05-2020

ქუთაისის N30 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.

შემაჯამებელ ტესტებში ყოველთვის მონდომებით ერთვება ნიჭიერი მოსწავლე - გიორგი პაპიძე.

„მადლობა მინდა გადავუხადო იზრუნეს მთლიან შემოქმედებით ჯგუფს განსაკუთრებით საინტერესო და მრავალფეროვანი აპრილის თვისათვის. სიბრძნის ხუთშაბათი, ასევე პირადი ჰიგიენის დღე საინტერესო და საჭირო კითხვებით იყო დატვირთული, რომელშიც მთელი ოჯახი აქტიურად ჩავერთეთ“,- აღნიშნა გიორგი პაპიძის მშობელმა თეო ჯანელიძემ.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203