სტუდენტთა მობილობის შედეგები დღეს გამოქვეყნდება
23-08-2017

სტუდენტთა მობილობის შედეგები დღეს 12:00-ზე გახდება ცნობილი. ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

შედეგების ნახვა შესაძლებელი იქნება მობილობაში მონაწილე სტუდენტის პირად სარეგისტარციო ფანჯარაში. დადებითი შედეგის შემთხვევაში სტუდენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მიმღებ საგანმანათლებლო დაწესებულებას.

მობილობის მსურველებმა ელექტრონული რეგისტრაცია ონლაინ რეჟიმში გაიარეს პორტალზე www.students.eqe.ge

2017-2018 წლის შემოდგომის სემესტრის მობილობისათვის სტუდენტთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია 25 ივლისს საათზე დაიწყო და 17 აგვისტოს საათამდე გაგრძელდა.

მობილობაში 59 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მონაწილეობდა. სულ 14 221 ვაკანტური ადგილი იყო გამოცხადებული. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203