თბილისის N119 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტი - „საგანგებო სიტუაციებში ქცევის წესების მართვა და ორგანიზება“ განახორციელეს
06-05-2020

თბილისის N119 საჯარო სკოლის X კლასის, მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობის“ ფარგლებში თემაზე - „საგანგებო სიტუაციებში ქცევის წესების მართვა და ორგანიზება“ პროექტი განახორციელეს.

 პროექტში მონაწილეებმა თემში ჩაატარეს გამოკითხვა:

1. ვიცით თუ არა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესახებ.

2.როგორ უნდა მოიქცნენ მოქალაქეები საგანგებო სიტუაციების დროს.

„აღმოჩნდა რომ გვესაჭიროებოდა ცნობიერების ამაღლება ამ კუთხით. პროექტის განხორციელებაში შუამდგომლობა გაგვიწია შსს სსდ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან - არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები საქართველოდან“ დამფუძნებელმა ქალბატონმა ლამარა გოგინაშვილმა.

თბილისის N119 საჯარო სკოლასა და  შსს სსდ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან შედგა ორმხრივი  თანამშრომლობა. ჩაატარდა უფასო 3  ტრენინგი - ქცევის წესების საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანიზებისა (საობიექტო  დონეზე) და სახანძრო უსაფრთხოებაზე. (ტრენინგს 3 პედაგოგი - მაია მუშკუდიანი, მაკა ბრეგვაძე, ლია ძულიაშვილი და X კლასის მოსწავლეები ესწრებოდნენ.)

მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. ტრენინგზე მიღებული ცოდნა აქტუალურად გამოვიყენეთ ქვეყანაში შექმნილი მდომარეობისთვის. თბილისის N119 საჯარო სკოლის პროექტის ყველა მონაწილე მადლობას გიხდით გაწეული სამსახურისათვის“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

პროექტის ხელმძღვანელი - მაია მუშკუდიანი გახლავთ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203