კროსვორდი „დედა ენა“ და ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ნახატები - წყალტუბოს N4 სკოლის მოსწავლეები საინტერესო აქტივობებში მონაწილეობენ
06-05-2020

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურობით გამოირჩევიან. ისინი მშობლებთან ერთად სკოლის შეთავაზებულ სხვადასხვა აქტივობებში ხალისით ერთვებიან. 

მათ შორისაა მე-8 კლასის მოსწავლე ნინი კირთაძე, რომელმაც ნახატი - „თუ დედაენით არ ხარ გაზრდილი“ შექმნა. სკოლის დირექცია მადლობას უხდის მშობელს, ნათია გულბიანს ნახატის გაგზავნისთვის.

გარდა ამისა, დედაენის დღესთან დაკავშირებით მე-7 კლასის მოსწავლეებმა: მარიამ სილაგაძემ და ნიაკო ქობულიამ ქართული ენის გაკვეთილისთვის მოამზადეს რესურსი კროსვორდის სახით: „დედა ენა“. ხოლო მე-9 კლასის მოსწავლეებმა: ლიზი ფრუიძემ და ლიკა ზვიადაძემ თემატური ნახატები შექმნეს.

სკოლის დირექცია ბავშვებს და მათ მშობლებს აქტიურობისთვის მადლობას უხდის.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203