ჯვარის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელმა, ირმა სამუშიამ მოსწავლეები მხატვრულ კითხვაში გამოიწვია
05-06-2020

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თემურ ფიფიას სახელობის ჯვარის N2 საჯარო სკოლის და ლიის N1 საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებელი ირმა სამუშია გვიმტკიცებს, რომ თვითიზოლაცია შემოქმედებით წარმატებაზე დადებითად აისახება.

მასწავლებელი, ტყუპ შვილებთან ერთად, რომლებიც ამავე დროს მისი მოსწავლეები არიან კარანტინის დღეებს ნაყოფიერად იყენებს. ტყუპ მოსწავლეებთან ერთად პედაგოგმა სოციალურ ქსელში რამდენიმე გამოწვევა დადო, რომელსაც მოსწავლეების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 

„კარანტინის დღეებმა მეტი კრეატივი გააღვიძა ჩემში...ჩემი შვილების ტყუპების დახმარებით, რომლებიც ასევე ჩემი მოსწავლეები არიან რამდენიმე გამოწვევა დავდეთ უკვე სოციალურ ქსელში, რომელმაც დიდი გამოხმაურება გამოიწვია მოსწავლეებში.

ამჯერად პედაგოგმა, შვილების დახმარებით, მოსწავლეები მხატვრულ კითხვაში გამოიწვია. 




გამოწვევაში ხალისით ჩაერთვნენ ლიის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ანა და ლუკა ბერიშვილები. მოსწავლეებმა ვეფხისტყაოსანი წაიკითხეს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203