„არა ძალადობას“ - ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბულინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღე დისტანციურად აღნიშნეს
05-05-2020

მალხაზ აბაშიძის სახელობის ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბულინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღე დისტანციურად აღნიშნეს.

აქტიურობით გამოირჩეოდნენ როგორც დაწყებითი, ისე საბაზო საფეხურის მოსწავლეები.

ნათია, ლიზი და დემეტრე ქაროსანიძეებმა ვიდეომიმართვა წარმოადგინეს. მათ კაცობრიობას სითბოს, სიყვარულისა და არაძალადობისკენ მოუწოდეს.

ბულინგის მსხვერპლი ადამიანების განცდები თავიანთ ნახატებში გადმოსცეს ანასტასია ფუტკარაძემ და ანისა კარაიმ.

IX კლასის მოსწავლემ, გიორგი გორდაძემ თავის წერილში თანაგრძნობა გამოხატა ბულინგის მსხვერპლი ადამიანების მიმართ: „მოხარული ვიქნები, თუ ბულერები აღარ იარსებებენ და დედამიწაზე სიკეთე იზეიმებს“ - აღნიშნა მან.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203