„არ შევჩერდებით და ვასახელებთ ჩვენს სკოლას“ - თბილისის N71 სკოლის მოსწავლეები Izrune.ge-ს ტესტებს წარმატებით გადიან
05-05-2020

თბილისის N71 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში Izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.‍

26 აპრილს, შემაჯამებელ ტესტირებაში მოსწავლეებმა: დანტე შენგელიამ, მარიამ იაკობაშვილმა, საბა ელიაშვილმა, საბა მაღრაძემ, ნინო მოსულიშვილმა, ელისაბედ ხანთაძემ და ვახტანგ კაპანაძემ მაღალი ქულები დაიმსახურეს.

„ძალიან ვამაყობ თქვენით ჩემო პატარებო! მადლობა ჩვენი სკოლის დირექტორს ბატონ პაატა ჩორგოლაშვილს“,-წერს სკოლის ეტალონი დამრიგებელი ხათუნა ფახურიძე.

თბილისის N71 სკოლის I  კლასის მოსწავლეები მოუთმენლად ელოდებიან ხოლმე შემაჯამებელი ტესტირების დღეს და ტესტებს ყოველთვის წარმატებით გადიან.

„ჩვენ 71-ლები არ ვაპირებთ მოდუნებას, პირიქით, მეტი პასუხისმგებლობით და შემართებით ვეკიდებით იზრუნეს გუნდის ამ გამოწვევას. მაღალია მშობელთა ჩართულობა, რომლებიც მასწავლებელთან ერთად დიდ დახმარებას უწევენ მოსწავლეებს და უქმნიან სათანადო გარემოს. ცდილობენ, იყონ ყველაზე აქტიურები და მოწინავეები. ამის დასტურია 100 პროცენტით ჩართულობა.

გპირდებით ასე გავაგრძელებთ, არ შევჩერდებით და ვასახელებთ ჩვენს N71 საჯარო სკოლას,“ - აღნიშნავს სუპერ კლასი.

სუპერ კლასის მუდმივი წინსვლა და წარმატება დამრიგებლის - ხათუნა ფახურიძის და სკოლის დირექტორის - პაატა ჩორგოლაშვილის აქტიური ჩართულობის შედეგია.

Izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203