„ჯანსაღი ცხოვრება ჩვენი ჯანმრთელობის საწინდარია“ - წყალტუბოს N1 სკოლის დირექტორი და პედაგოგები ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევენ
05-05-2020

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექტორი, რამდენიმე პედაგოგი, მედ- პერსონალი, მოსწავლეები თუ კურსდამთავრებულები ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევენ.

ჯანსაღი ცხოვრების მიმდევრები გაჯანსაღება-გასალამაზებლად სკოლის სხვა პედაგოგებსაც იწვევენ. 

„ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს პირველი საჯარო სკოლის დირექტორი, რამდენიმე პედაგოგი, მედ- პერსონალი, მოსწავლეები თუ კურსდამთავრებულები ვეწევით ჯანსაღ ცხოვრებას... წყალტუბოს - ჩვენი მწვანე ქალაქის პარკის ირგვლივ. დღეში გავდივართ 8-10 კმ-ს. გვინდა გაჯანსაღება-გასალამაზებლად გამოვიწვიოთ ჩვენი სკოლის პედაგოგები, რადგან ახალ სასწავლო წელს ჯანმრთელნი და მომხიბვლელნი შევეგებოთ ჩვენს საყვარელ მოსწავლეებსა და მათ მშობლებს. ჯანსაღი ცხოვრება კორონას დღეებში ერთდაგვარად სტრესსაც მოგვიხსნის და მომავლისადმი ოპტიმისტურად განგვაწყობს“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203