გორას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედაენის დღე აღნიშნეს
05-05-2020

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გორას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედაენის დღე აღნიშნეს.

მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით ვიდეოები ჩაწერეს და პედაგოგებს გაუგზავნეს. პატარებმა დედაენის დღე ყველას მოგვილოცეს და ამ დღის შესახებ ლექსებიც წაგვიკითხეს.

დედაენის დღე 14 აპრილს აღინიშნება.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო სკოლები სასწავლო პროცესს დისტანციურად განაგრძობენ.

იხილეთ ვიდეოები






 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203