​ბოხვაურის საჯარო სკოლის მასწავლებლის, თამარ ყურაშვილის ხელმძღვანელობით ლიტერატურული კონკურსი - „ამოიცანი ფრაზა“ ჩატარდა
05-05-2020

სანამ კორონავირუსის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყდებოდა გია გოგუაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბოხვაურის საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიება განხორციელდა.

28 თებერვალს, ბოხვაურის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორი მასწავლებლის, თამარ ყურაშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა ლიტერატურული კონკურსი „ამოიცანი ფრაზა“.

კონკურსის მიზანი იყო:
1. საპროგრამო და არასაპროგრამო ტექსტებში, ლიტერატურული ფრაზის ამოცნობითა და მნიშვნელობის განსაზღვრით, მოსწავლეებში კრიტიკულ-ანალიტიკური აზროვნების უნარების განვითარება;
2.ინფორმაციულ- საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით მიწოდებული მასალით, შემოქმედებით-ინოვაციური უნარების ჩამოყალიბება.

გამარჯვებულ გუნდებს და წარმატებულ მონაწილეებს გადაეცათ: დიპლომები, სიგელები და ფასიანი საჩუქრები.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203