საჩინოს N2 სკოლის ეკოკლუბის წევრმა გარემოსდაცვითი კონკურსის ფარგლებში მცენარე იელის შესახებ ინფორმაცია მოიძია
05-05-2020

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ცისარტყელას“ წევრმა ანა მორგოშიამ „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2020-ის“ ფარგლებში მოიძია და გაგვაცნო ველური ბუნების წარმომადგენელი - იელი.

„იელი (ლათ. Rhododendron luteum) — ზაფხულმწვანე ბუჩქი როდოდენდრონის გვარისა. სიმაღლე 2მ-ს აღწევს. აქვს სურნელოვანი დიდი, წინწკლებიანი ყვითელი ან ნარინჯისფერი ყვავილები.

გავრცელებულია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ბალკანეთსა და მცირე აზიაში, კავკასიასა და უკრაინაში. თითქმის მთელ საქართველოში გვხვდება, უფრო კოლხეთში. იზრდება ზღვის დონიდან 2000 მ-მდე ქვეტყედ, ტყის პირებზე. სუბალპურ სარტყელში ქმნის ბუჩქნარს — იელიანს. ყვავილობს ფოთლის გამოტანამდე ან მასთან ერთად აპრილ-ივნისში. მისი ყველა ნაწილი შხამიანია. კულტურაში ცნობილია იელის მრავალი ჰიბრიდული ჯიში. გააჩნია სასიამოვნო არომატი, ფუტკრებისთვის მნიშვნელოვანი საკვებია გაზაფხულზე“,- აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში. 

ჩატარებული აქტივობა შეესაბამება მდგრადი განვითარების მე-15 მიზანს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203