შავსაყდრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე დისტანციურად აღნიშნეს
05-05-2020

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის შავსაყდრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე დისტანციურად აღნიშნეს და ამ მნიშვნელოვან დღეს ვიდეოკოლაჟიც მიუძღვნეს.

„ჩვენი სკოლის მოსწავლეები გავერთიანდით და ნანა მასწავლებლის დახმარებით აღვნიშნეთ დედამიწის დღე, რა თქმა უნდა, ონლაინში გავაკეთეთ ჩართვები, შევასრულეთ ნახატები და გავაკეთეთ  სლოგანები . ჩვენთვის ცნობილია, რომ 22 აპრილი დედამიწის დღეა. ის 1970 წლიდან აღინიშნება. ეს დღე სენატორმა  ნელსონმა მას შემდეგ დააარსა, რაც სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობი დაიღვარა, რის შედეგადაც ოკეანე დაბინძურდა და წყლის ბინადრები დაიხოცნენ.

გავაანალიზეთ, რომ :

  1. დედამიწის დღის აღნიშვნა კარგი შესაძლებლობაა იმისა, რომ საკუთარ თავზე ავიღოთ ვალდებულება, შევისწავლოთ მეტი გარემოს შესახებ და ვიმსჯელეთ მისი დაცვის გზებზე;
  2. დავგეგმეთ ადგილობრივი წყლებისა და ნაპირების მოწესრიგება;
  3. დავრგავთ ხეებს ;
  4. დავიცავთ საცხოვრებელ ადგილებს საშიშროების განვითარებისაგან

გავაკეთეთ სლოგანები:

  1. „დიდი ჭრელი ბურთი, სახელად დედამიწა“
  2. „ყველაფერი, რასაც დედამიწას ვესვრით, აუცილებლად უკან დაგვიბრუნდება“
  3. გვინდა, თითოეულ თქვენგანს, ჩვენს პლანეტაზე მცხოვრებთ მოგიწოდოთ, ნუ დაგავიწყდებათ: დედამიწა ერთი დიდი სახლია, სადაც ყველა ერთად ვცხოვრობთ. ამ სახლს კი გაფრთხილება სჭირდება.

პარალელურად  ვიმსჯელეთ  დღევანდელ პრობლემებზე, კერძოდ, პანდემიასთან დაკავშირებით. მოსწავლეებმა გავაკეთეთ დასკვნა: ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და ერთმანეთის დახმარებით დავამარცხებთ COVID -19-ს!-აღნიშნავენ სკოლის მოსწავლეები.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203