კერძო სკოლა „დავითიანის“ პედაგოგისა და მოსწავლეების ინიციატივით საგანმანათლებლო სივრცე - „კარცერ -ლუქსი“ შეიქმნა
05-05-2020

ბოლნისის მუნიციპალიტეტის კერძო სკოლა „დავითიანში“ დისტანციური სწავლების პერიოდში საინტერესო ღონისძიებები ტარდება. მათ შორის ერთ-ერთი საგანმანათლებლო სივრცის შექმნაა, რომელიც საშუალებას მისცემს მოსწავლეებსა და პედაგოგებს, რომ წიგნისგან მიღებული შთაბეჭდილებები გაუზიარონ ერთმანეთს.

„23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღეა! საქართველოში - წიგნის ჩუქების დღეც! სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით ქ. ბოლნისის კერძო სკოლა „დავითიანის“  მე - 12 კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, თეა ტყებუჩავას და მოსწავლეებს: ევამარია თამაზაშვილსა და ლიკა უგრეხელიძეს გაუჩნდათ იდეა, შეექმნათ საინტერესო საგანმანათლებლო სივრცე - „კარცერ -ლუქსი“. სივრცე, რომელიც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, პედაგოგებს გაუზიარონ, აჩუქონ ერთმანეთს წიგნით მიღებული შთაბეჭდილებები. ამასთანავე, ეს გახლავთ ონლაინ ბიბლიოთეკა, სადაც განთავსებულია როგორც ქართველი, ისე უცხოელი კლასიკოსების და თანამედროვე მწერლების შემოქმედება!“-ვკითხულობთ სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203