„მე და ბებო ყოველ ხუთშაბათს დიდი სიხარულით და ემოციებით ველოდებით“ -ქუთაისის N30 სკოლის მოსწავლემ, ანდრია დადვანმა izrune.ge-ს ტესტი წარმატებით გაიარა
05-05-2020

ქუთაისის N30 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.

სკოლის ერთ-ერთი წარმატებული მოსწავლე ანდრია დადვანია.

„მე და ბებო ყოველ ხუთშაბათს და თვის ბოლოს დიდი სიხარულით და ემოციებით ველოდებით. ბებოსთან ერთად ტესტების გაკეთება ჩემთვის უფრო სახალისო და საინტერესოა“, - ამბობს ანდრია დადვანი.

izrune.ge ამაყობს თითოეული განსაკუთრებულად მზრუნველი ბებიით და წარმატებული შვილიშვილით!

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203