
„ნუ აყვები პანიკას“, „გაუფრთხილდით საკუთარ თავს და გაგვიფრთხილდით ჩვენც“ - ამ მოწოდებებით ლენტეხის მუნიციპალიტეტის, ჩოლურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პლაკატები დაამზადეს.
მოსწავლეები მოუწოდებენ მეგობრებს, კორონავირუსისი გამო შემქნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ნუ აყვებიან პანიკას, დარჩნენ სახლში და გაუფრთხილდნენ ერთმანეთს.
ჩოლურის საჯარო სკოლა სასწავლო პროცესს დისტანციურად წარმართავს. სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს ახალ მასალას დისტანციურად უხსნიან და აწვდიან დავალებებს.
იხილეთ ფოტოები