ფურტიოს საჯარო სკოლის მოსწავლემ, ელისო აბაშიძემ izrune.ge-ს ოქროს დიპლომი მოიპოვა
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოს საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.
მოსწავლები შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს ხალისით გადიან. მათ შორის არის ელისო აბაშიძე, რომელმაც რომელმაც
izrune.ge-ს ტესტი წარმატებით გაიარა და ოქროს დიპლომი მოიპოვა. მოსწავლის პედაგოგი მარინა ჯინჭარაძე გახლავთ.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
იხილეთ ფოტო