
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გორას საჯარო სკოლა სასწავლო პროცესს დისტანციურად წარმართავს.
მოსწავლეებს მასწავლებლების მიერ შეთავაზებულ აქტივობებში ჩართვა ძალიან უხარიათ და აქტიურობენ.
„გავუფრთხილდეთ ბუნებას“ - ეს ერთ-ერთი პროექტის სახელწოდებაა, რომელიც სკოლამ აპრილის თვეში განახორციელა. მოსწავლეებმა დარგეს მცენარეები და იზრუნეს მათზე.
იხილეთ ფოტოები