კოლეჯის კურსდამთავრებულები უმაღლესი განათლების მიღებას შეძლებენ
21-08-2017
პროფესიული განათლების სისტემაში ჩართულ სტუდენტებს და დაინტერესებულ პირებს სრული ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა ექნებათ. პროფესიული საფეხურის დასრულების შემდეგ, სურვილის შეთხვევაში, ისინი სწავლის გაგრძელებას უმაღლეს საფეხურზე შეძლებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

პროფესიულ განათლებაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ინტეგრაცია, გაეროს განვითარების პროგრამასა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის ხელმოწერილ საგრანტო პროექტში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროექტი საწყის ეტაპზე პილოტის რეჟიმში ხორციელდება.

პილოტირების პროცესი ივლისში დაიწყო და მასში სამი პროფესიული სასწავლებელია ჩართული. პროფესიულ განათლებაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ინტეგრაცია მიზნად ისახავს პროფესიულ განათლებაში არსებული საგანმანათლებლო ჩიხის აღმოფხვრას.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203