ბეშთაშენის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ციალა ფუტკარაძე საკუთარ ლექსს გვიზიარებს
04-05-2020
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეშთაშენის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ციალა ფუტკარაძე საკუთარ ლექსს გვიზიარებს. მასწავლებელმა ლექსი თემაზე „მონატრების ერთი თვე“ დაწერა, რომელსაც ჩვენ მკითხველს ვუზიარებთ:

აირია, ყველაფერი აირია,                                        
წუთი, წამი გახანგრძლივდა უსასრულოდ. 
თავს ძლივს აღწევს მზე,ღრუბლების კლანჭებიდან                                                                
მთვარე ღამეს აცისკროვნებს უღიმღიმოდ. 
სიჩუმე და მონატრებაც არეულან,    
ყურს უგდებენ ერთმანეთის ნოსტალგიას, 
მე კი ვზივარ, თვალს ვადევნებ ამ ყველაფერს,  
გავიძახი: სიზმარია! სიზმარია!       
ეს სიზმარიც დასრულდება ალბათ მალე,
მზე დააღწევს თავს ღრუბლების კლანჭებიდან,  
მთვარე ისევ ძველებურად გაანათებს, 
მეც ხმამაღლა დავიყვირებ, გავიმარჯვეთ!   
                                                               პატივისცემით ციალა ფუტკარაძე

ლექსი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203