ბოხვაურის საჯარო სკოლის მოსწავლემ, საბა რურუამ ბერძნულ-რომაული ჭიდაობის შეჯიბრში პირველი ადგილი მოიპოვა
04-05-2020

გია გოგუაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბოხვაურის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლე საბა რურუა წარმატებული სპორტსმენია. მან ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში პირველი ადგილი მოიპოვა, რის გამოც ოქროს მედლითა და დიპლომით დაჯილდოვდა.

„ვახტანგ ბლაგიძისა და მანუჩარ კვირკველიას სახელობის სპორტულმა კლუბმა, „ოლიმპი“, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში (35 კგ.წონითი კატეგორია) პირველი ადგილის მოპოვებისთვის, ოქროს მედლითა და დიპლომით დააჯილდოვა სსიპ - გია გოგუაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლე საბა რურუა“,- აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203