იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები - ძმები ვიქტორ და დემეტრე თოდრიები საკუთარ ეზოში სხვადასხვა ჯიშის დეკორატიულ მცენარეებს უვლიან
04-05-2020

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის იანეულის საჯარო სკოლას არამარტო სწავლის მოყვარული მოსწავლეები, არამედ ნიჭიერი, მშრომელი და წარმატებული მოსწავლეებიც ჰყავს, რომლებიც თავისუფალ დროს ეფექტურად იყენებენ.

ძმები ვიქტორ და დემეტრე თოდრიები, საკუთარ ეზოში სხვადასხვა ჯიშის დეკორატიულ მცენარეების მოვლით არიან დაკავებული თავისუფალ დროს. მათ, სამომავლოდ, გადაწყვეტილი აქვთ, ვაზის საუკეთესო ჯიშების ბაღი გააშენონ, რომელსაც თავად მოუვლიან.

სკოლის დირექცია „მომავალი მეღვინეებით“ ამაყობს და წარმატებას უსურვებს მათ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203