დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლე ნატა ბერიშვილი კლასგარეშე ლიტერატურის სიყვარულით გამოირჩევა
04-05-2020

დღეს კიდევ ერთხელ წარმოგიდგენთ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეს ნატა ბერიშვილს.

ნატა VIII კლასის მოსწავლეა. ყველა საგანს თანაბრად მაღალ ნიშანზე-10-იანზე სწავლობს. გარდა ამისა, გამოირჩევა კლასგარეშე ლიტერატურის სიყვარულით. მისი წაკითხული წიგნების რაოდენობა თითო წლის მანძილზე ორ ათეულს აღემატება, რაც ცხადია ერთის მხრივ, გაკვირვებას იწვევს, ხოლო მეორე მხრივ, მის მაღალ ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე მიუთითებს.

მისასალმებელია ისიც, რომ მის მიერ წაკითხულ წიგნებს შორის არის აგრეთვე ინგლისური ნაწარმოებიც- The Prince and the Pauper” („უფლისწული და მაწანწალა.“მარკ ტვენი).

ამჯერად გაგაცნობთ ნატას მიერ მიმდინარე სასწავლო წელს წაკითხული ნაწარმოებების არასრულ ჩამონათვალს:
1.„ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე“;
2. „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“;
3. „ჰარი პოტერი და ნახევარპრინცი“;
4. „ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები;
5. „უიღბლო ამბების სერია“;
6. „ბენჯამინ ბატონის უცნაური თავგადასავალი“;
7. „ქანთერვილის მოჩვენება“;
8. „შეუცვლელი წარსული“;
9. „სურამის ციხე“;
10. „ბედუინი“;
11. „მე ვხედავ მზეს“;
12. „სუადი ცოცხლად დამწვარი...“;
13. „სამი მუშკეტერი“ (ტომი I );
14. „გათხოვილის დღიური“;
15. „ორი ნაბიჯი შენამდე“;
16. „გურული დღიურები“;
17. „სისხლის ძალა“;
18. „გურამ დოჩანაშვილის მოთხრობები“;
19. „გვარი ტომარაში“;

ამჯერად ნატამ დაიწყო ნაწარმოების -„ბიჭი ზოლიან პიჟამაში“ (ჯონ ბოინი)- კითხვა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203