„მზე და დედამიწა“ - თბილისის N103 საჯარო სკოლის I კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტი განახორციელეს
04-05-2020

თბილისის N103 საჯარო სკოლის I კლასის მოსწავლეებმა ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე საინტერესო პროექტი დაგეგმეს და 22 აპრილიდან 3 მაისამდე განახორციელეს. მოსწავლეებმა პროექტი დედამიწის და მზის დღეს მიუძღვნეს.

„22 აპრილი  დედამიწის  საერთაშორისო დღეა.  3 მაისი  მზის  საერთაშორისო დღეა. თბილისის N103 საჯარო სკოლის  I კლასის მოსწავლეები, ლალი თეთრაძის ხელმძღვანელობით,   შეუერთდნენ  ამ მასშტაბურ ღონისძიებას და ბუნებისმეტყველების ონლაინ გაკვეთილზე დაგეგმეს პროექტი „მზე და დედამიწა“, რომელიც განხორციელდა  22.04.2020 – 03.05.2020 პერიოდში და რომლის მიზანი იყო მომავალ თაობაში  გარემოს დაცვის, მზრუნველობისა და ბუნებისადმი სიყვარულისა  თუ პატივისცემის გრძნობის აღზრდა.  

არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე  პირველკლასელებმა დისტანციურად მიიღეს მონაწილეობა გარემოს დაცვის მხარდასაჭერ  სხვადასხვა აქტივობებში: მოიძიეს მასალა თუ ინფორმაცია აღნიშნულ დღეებთან დაკავშირებით  და საინტერესო პლაკატები, ბროშურები, მაკეტები  თუ მოწოდებები წარმოადგინეს. 

ამ პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა  ასევე მონაწილეობა მიიღეს მცენარეების  მოვლა-დათესვაში, ასევე დაატკბეს დედამიწაც. მრავალფეროვანი  ნამუშევრებისა  და  აქტივობების ამსახველი ფოტოები, ვიდეომასალა, რა თქმა უნდა, ელექტრონული ფორმით ატვირთეს სოციალურ ქსელში, მოეწყო  ელექტრონული გამოფენა და პრეზენტაცია,  რის შემდეგაც მოხდა მათი შეფასება-შეჯამება.

პროექტში მოსწავლეთა დისტანციურად მონაწილეობა  და აქტიურობა კლასის დამრიგებლის მხრიდან  წახალისდა ელექტრონული სიგელებით.  

ამ პროექტში ჩართულობისათვისა და მონაწილეობისათვის  უღრმესი მადლობა  პირველკლასელებსა და მათ მშობლებს, რომლებმაც  #დარჩისახლში  ფარგლებში მხარი დაუჭირეს  და  დისტანციურად  აქტიურად ჩაერთვნენ  ღონისძიებაში“,-აღნიშნულია სკოლის ადმინისტრაციის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203