„მარტოობის 100 დღე“ - ბათუმის N14 სკოლის მოსწავლეებს ერთმანეთის მონატრებამ ვიდეორგოლი შეაქმნევინა
04-05-2020

„მარტოობის 100 დღე“ - ბათუმის N14 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ერთმანეთის მონატრებამ ვიდეორგოლი შეაქმნევინა. მე-9 კლასელებმა გაიხსენეს, თუ როგორ ატარებდნენ დროს ეპიდემიამდე და ეს ყველაფერი დღევანდელ სიტუაციას შეადარეს.

„დარჩი სახლში“ - ამ ფრაზამ თითოეული ჩვენგანის ცხოვრება შეცვალა... დავრჩით სახლში ჩვენი და ჩვენს ირგვლივ მყოფთა ჯანმრთელობის დასაცავად...მაგრამ კი არ დაგვვიწყებია ჩვენი ერთად გატარებული  ღიმილიანი, მხიარული თანაცხოვრება...  

ჩვენი სკოლის IX კლასის მოსწავლეებმა შეაგროვეს, თავი მოუყარეს ბედნიერების წუთებს და დააკავშირეს აწმყოს „მარტოობის 100 დღე“.

ტკბილ-მწარე რეალობის ამსახველი კადრები, ჩვენს სახლში ყოფნას გააფერადებს,“-აღნიშნავს მათი მასწავლებელი ციური კახაძე.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203