ქუთაისის N12 სკოლის მოსწავლეებმა თანაქალაქელებს გვირილობის დღესასწაული მიულოცეს
04-05-2020

ქუთაისის N12 საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა თანააქალაქელებს გვირილობის დღესასწაული მიულოცეს.

მოსწავლეებმა გვირილობის დღე დისტანციურად აღნიშნეს და ამ დღესასწაულს ვიდეორგოლიც მიუძღვნეს.

ქუთაისში გვირილობის აღნიშვნა 1911 წლიდან იღებს სათავეს. გიმნაზიელი გოგონები, ტუბერკულოზით დაავადებულთა სამკურნალოდ გვირილებს ჰყიდდნენ და ფულს აგროვებდნენ. ტრადიცია დღემდე გრძელდება და ქველმოქმედებასთანაა დაკავშირებული. გარდა ამისა, გვირილობა ქუთაისის დღედ დამკვიდრდა და ქალაქში სხვადასხვა კულტურულ-სპორტული ღონისძიებით აღინიშნება.

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203