„მე მიყვარს დედამიწა“ - ახალციხის N5 სკოლის მოსწავლეებისთვის დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეული მოეწყო
04-05-2020

ახალციხის N5 საჯარო სკოლაში დირექციისა და ეკოკლუბის - „შუაღამის მზე“ ინიციატივით, თემაზე - „მე მიყვარს დედამიწა“ დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა.

კვირეულის ფარგლებში ჩატარდა ნახატების კონკურსი -  „მე და დედამიწა“. როგორც საკონკურსო პირობებში იყო, ხუთი გამარჯვებული გამოვლინდა facebook-ის მოწონებების მიხედვით, ხოლო ხუთი გამარჯვებული გამოავლინა საკონკურსო კომისიამ.

ნახატების კონკურსში facebook-ის მოწონებებით გამარჯვებული მოსწავლეები:

1. ნინო გიქოშვილი, IVა კლასის მოსწავლე (2872 მოწონება)

2. სალომე ქურდაძე, IIIბ კლასის მოსწავლე (2023 მოწონება)

3. ქეთევან ბეროშვილი, IIგ კლასის მოსწავლე (1878 მოწონება)

4. გიორგი ბექაური, VIგ კლასის მოსწავლე (654 მოწონება)

5. დოდო გელაშვილი, IIIბ კლასის მოსწავლე (627 მოწონება)

ნახატების კონკურსში სპეციალური კომისიის მიერ გამოვლენილი გამარჯვებული მოსწავლეები:

  • მარიამ ინასარიძე, (IIIდ კლასი)
  • ანანო ტონაკანიანი, (Iგ კლასი)
  • სოფია ივანოვი, (VIIბ კლასი)
  • ლალი გელაშვილი (IIIბ კლასი)
  • ჯაბა მღებრიშვილი (Iბ კლასი)

სკოლის დირექცია მადლობას უხდის ყველა მოსწავლეს კონკურსში მონაწილეობისათვის და გამარჯვებულებს წარმატებებს უსურვებს!

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203