
წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეებმა „გვირილობა“ დისტანციურად აღნიშნეს. VIIა კლასის მოსწავლეებმა: ნინო გოდერიძემ და ელენე კვერნაძემ დღესასწაული საზოგადოებას მიულოცეს.
„გვირილობა“ მე-20 საუკუნის 20-იან წლებში დამკვიდრებული საქველმოქმედო ღონისძიებაა, რომელიც გიმნაზიელი გოგონას, ალექსანდრა ჩიქოვანის ინიციატივას და საქველმოქმედო აქციას უკავშირდება.
გოგონები გვირილებს კრეფდნენ, ყიდდნენ და შეგროვილი თანხით ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანებს ეხმარებოდნენ.
მომდევნო წლებში „გვირილობას“ ტრადიციის სახე მიეცა და ქალაქის დღესასწაულად იქცა.
გვირილებით და სტუმრებით სავსე ქალაქი დღეს ცარიელია და დუმს.
თუმცა გიმნაზიელმა გოგონებმა გადაწყვიტეს ეს დღესასწაული მიელოცათ საზოგადოებისათვის. VIIა კლასის მოსწავლეები ნინო გოდერიძე და ელენე კვერნაძე დისტანციურად მიესალმნენ და მოეფერნენ ქალაქს.
გვირილობას გილოცავთ ძვირფასებო“,-აღნიშნულია გიმნაზიის ინფორმაციაში.
იხილეთ ვიდეოები