წყალტუბოს N4 სკოლის მოსწავლეები კონკურსისთვის -„სხვა სამყარო ჩემი“ ხელნაკეთ აქსესუარებს ქმნიან
04-05-2020

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები სასკოლო კონკურსისთვის - „სხვა სამყარო ჩემი“ საინტერესო ნამუშევრებს ქმნიან.

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, მე-7 კლასის მოსწავლე ნიაკო ქობულიამ ტელეფონის ნაქსოვი ქეისი დაამზადა კონკურსისათვის-  „სხვა სამყარო ჩემი“ (ნომინაცია: „ხელმარჯვე ოსტატი“).

ნიაკოს მასწავლებელი ანი შენგელიაა.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის მოსწავლეებსა და მშობლებს კონკურსში ჩართულობისთვის. ნიაკო ქობულიას გარდა, თავისი მოხერხებულობა და ნიჭიერება მე-5 კლასელმა ლევან ელბაქიძემაც გამოიჩინა.

„ძალიან გაგვახარა მე-5 კლასის მოსწავლემ ლევან ელბაქიძემ. მან დისტანციური გაკვეთილისთვის „მეურნეობის დარგები სვანეთში“, (საგანი: „ჩვენი საქართველო“, მასწავლებელლი მაია ქობულია) თექისგან დაამზადა სვანური ქუდები და გადმოგვიგზავნა ფოტოები. მას დაეხმარა დედიკო ნინი ადამია. მადლობა ორივეს, დედა-შვილს.

ლევანის დამზადებული სვანური ქუდი მონაწილეობას მიიღებს კონკურსში: „სხვა სამყარო ჩემი“, ნომინაცია: „ხელმარჯვე ოსტატი“- აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203