სადახლოს N1 საჯარო სკოლის პედაგოგმა და მოსწავლეებმა თემაზე - „ჰაერის დაბინძურება“ პროექტი განახორციელეს
01-05-2020

დისტანციური სწავლების ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტის​, სადახლოს N1 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა გულელა ადიგოზალოვა-კარიმოვამ მე-9a, მე-9b და მე-9c კლასებში ორგანიზება გაუწია საკლასო პროექტს - თემაზე „ჰაერის დაბინძურება“.

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა თემის შესახებ ინფორმაცია მოიძიეს, მოამზადეს სლაიდები, ნახატები და პლაკატები.

აღსანიშნავია, რომ სადახლოს N1 სკოლა დისტანციურ სასწავლო პროცესს წარმატებით წარმართავს. სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს ახალ მასალას დისტანციურად უხსნიან და აწვდიან დავალებებს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203