შულავერის N2 საჯარო სკოლის მასწავლებლები დისტანციურ გაკვეთილებს აქტიურად ატარებენ
01-05-2020

მარნეულის მუნიციპალიტეტის შულავერის N2 საჯარო სკოლა დისტანციურ გაკვეთილებს აქტიურად ატარებს. მასწავლებლები დარეგისტრირებულები არიან „თიმსის“ პროგრამაში და მოსწავლეებს მარტივად ეკონტაქტებიან.

რადგან დისტანციური სწავლება ახალი გამოწვევაა პედაგოგებისთვის, თანამშრომლები ერთმანეთს ეხმარებიან.

პედაგოგ ლილი ფუტკარაძის თქმით, მხოლოდ ერთია მოსწავლე, რომელსაც ინტერნეტთან წვდომა არ აქვს და მასთან დაკავშირება ტელეფონით ხდება.

მასწავლებლები ყველა საშუალებას იყენებენ, რომ ბავშვებს საჭირო ცოდნა მიაწოდონ.

„პირადად მე რაც მაბრკოლებს, არის ინტერნეტის დაბალი სიჩქარე, იკარგება ხმა, ბუნდოვანი ხდება გამოსახულება და ნამუშევრის გაზიარება ხდება რთულად გასარჩევი, სხვა მხრივ მშობლებიც კმაყოფილები არიან და ყველანაირად ცდილობენ, რომ ბავშვებს მიაწოდონ და ასწავლონ მასალა“,-აღნიშნავს პედაგოგი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203