დაშტაფის საჯარო სკოლა დისტანციური სწავლების პროცესში აქტიურად ჩაერთო
01-05-2020

მარნეულის მუნიციპალიტეტის დაშტაფის საჯარო სკოლა დისტანციური სწავლების პროცესში აქტიურად ჩაერთო.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, „თიმსის“ პროგრამაში ყველა მასწავლებელი დარეგისტრირდა, თუმცა რადგან სკოლა არაქართულენოვანია, მაინც უჭირთ ბავშვებს ამ პროგრამაში მუშაობა. მასწავლებლები სხვადასხვა საშუალებით უკავშირდებიან მოსწავლეებს, იყენებენ სოციალურ ქსელებს, მესინჯერს და ა.შ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203