დისტანციურ სასწავლო პროცესში მამწვარას საჯარო სკოლა აქტიურად არის ჩართული
01-05-2020

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მამწვარას საჯარო სკოლა აქტიურად არის ჩართული დისტანციური სწავლების პროცესში.

მასწავლებლები სასწავლო პროცესში იყენებენ „თიმსის“ პროგრამას, სადაც ცხრილის მიხედვით ტარდება გაკვეთილები.

ქართული როგორც მეორე ენის კონსულტანტ მასწავლებლის, რუსუდან ყაულაშვილის თქმით, შემდგომი კვირიდან სამინისტროს მხარდაჭერით იწყება მასწავლებლებისთვის ქართული ენის კურსი „თიმსის“ პროგრამაში, რომელსაც თავად მასწავლებელი ჩაატარებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203