ლელოვნის საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლემ, ზუკა მაჭავარიანმა საგნობრივ ოლიმპიადებში წარმატება მოიპოვა
01-05-2020

ადიგენის მუნიციპალიტეტის ლელოვნის საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლე ზუკა მაჭავარიანი სკოლის ერთ-ერთი წარმატებული მოსწავლეა. მან საგნობრივ ოლიმპიადებში მაღალი ქულები მოიპოვა.

„კარგი შვილი დედის გულის ვარდიაო“ -ადიგენის მუნიციპალიტეტის ლელოვანის შერწყმული იმერთუბნის დაწყებითი სკოლის მესამეკლასელმა მოსწავლემ, ზუკა მაჭავარიანმა, წარმატებით გადალახა ოლომპიადების -„კინგსისა“ და „ვუნდერკინდის“ ყველა ეტაპი. ქართულში, მათემატიკასა და ინგლისურში ზუკამ უმაღლესი შედეგები (100 ქულა) აჩვენა. ზუკას ასეთი წარმატება განპირობებულია მშობლებისა და პედაგოგების დაუღალავი შრომითა და მონდომებით“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203