კერძო სკოლა „დავითიანის“ მოსწავლეებისთვის დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ნახატებისა და ვიდეორგოლების კონკურსი გაიმართა
01-05-2020

ბოლნისის მუნიციპალიტეტის კერძო სკოლა „დავითიანში“ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო ტრადიციული „დედამიწის დღისადმი“ მიძღვნილი ღონისძიება, წელს, 22 აპრილს, განსხვავებულად - დისტანციურად ჩატარდა.

ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთვნენ როგორც დაწყებითი კლასების მოსწავლეები, ასევე უფროსკლასელებიც.

„შევეცადეთ ღონისძიება ყველასთვის საინტერესო და სახალისო ყოფილიყო, ამიტომ გამოცხადდა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ნახატებისა და ვიდეორგოლების კონკურსი. გამარჯვებული გამოვლინდა სკოლა „დავითიანის“ Facebook გვერდზე ატვირთული ნამუშევრების  მოწონებების რაოდენობის მიხედვით. ხმის მიცემა მიმდინარეობდა ერთი კვირის მანძილზე. ბოლოს გამოვლინდა კონკურსში გამარჯვებული ვიდეორგოლი და ნახატი. გამარჯვებულები სკოლამ დისტანციურად დაასაჩუქრა სპეციალური პრიზებით და სიგელებით“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203