ზემო ოროზმანის საჯარო სკოლის მასწავლებელი ელზა სულეიმანოვა მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებულ ონლაინ გაკვეთილებს ატარებს
01-05-2020

დმანისის მუნიციპალიტეტის ზემო ოროზმანის საჯარო სკოლა სასწავლო პროცესს დისტანციურად წარმართავს. 

სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს ახალ მასალას დისტანციურად უხსნიან და აწვდიან დავალებებს.

მათ შორისაა მასწავლებელი ელზა სულეიმანოვა, რომელიც 1-ელ კლასში საინტერესო, მრავალფეროვან და შემოქმედებითი აქტივობებით გაჯერებულ ონლაინ გაკვეთილებს ატარებს. პედაგოგი მოსწავლეებს საინტერესო სასწავლო რესურსს აწვდის. მოსწავლეები სასწავლო პროცესში ხალისით და მონდომებით არიან ჩართულნი.

ფოტოებზე ასახულია მათემატიკის და ხატვის ონლაინ გაკვეთილები. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203