კურსების საჯარო სკოლის მოსწავლეებს სახალისო, საინტერესო და მრავალფეროვანი დისტანციური გაკვეთილები უტარდებათ
01-05-2020

ტყიბულის მუნიციპალიტეტის კურსების საჯარო სკოლის მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ დისტანციური სწავლების პროცესში.

„აქტიურად ვიყენებთ sway პროგრამას. ის საინტერესო, მოსახერხებელი და მრავალფეროვანია.  მასში შეიძლება ჩავსვათ ჩვენთვის სასურველი ბმულები, ინფორმაცია, ვიდეოები სურათები, კითხვები და ა.შ.“ - აცხადებს ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი თამარ აბესაძე.

მასწავლებლები აღნიშნული პროგრამების საშუალებით მოსწავლეებს საინტერესოდ აწვდიან საჭირო ინფორმაციას.  

„ჩვენი მუშაობა დისტანციური სწავლების რეჟიმში არის ახალი გამოწვევა, ამასთანავე, სახალისო, საინტერესო და მრავალფეროვანი, რომელიც თანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარებაზეა დაფუძნებული“,-აღნიშნულია კურსების საჯარო სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ მასწავლებლის მიერ შესრულებული პრეზენტაცია სულხან-საბა ორბელიანის ბიოგრაფია და „სიბრძნე-სიცრუისა“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203