„ასე საინტერესოდ აღიქვეს მოსწავლეებმა მუნჯი კინოს დიდოსტატი“  - ბათუმის N18 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ფოტოკოლაჟები შექმნეს
01-05-2020

ბათუმის N18 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის დისტანციური სწავლა სახალისოდ მიმდინარეობს.

V კლასის მოსწავლეებმა ტელეგაკვეთილის მოსმენის შემდეგ, ჩარლი ჩაპლინის როლი მოირგეს შავ-თეთრი ფოტოები გადაიღეს და ფოტოკოლაჟები შექმნეს. 

„ასე საინტერესოდ აღიქვეს მოსწავლეებმა მუნჯი კინოს დიდოსტატი“ - აღნიშნულია სკოლის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ ბათუმის N18 საჯარო სკოლა დისტანციურ სასწავლო პროცესს წარმატებით წარმართავს. სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს ახალ მასალას დისტანციურად უხსნიან, აწვდიან დავალებებს და ამოწმებენ მათ ნამუშევრებს. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203