„დარჩი სახლში, გავუფრთხილდეთ სიცოცხლეს, ხშირად დავიბანოთ ხელები, ვისწავლოთ ონლაინ გაკვეთილები“ - ფურტიოს საჯარო სკოლის მოსწავლის მოწოდება
01-05-2020

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოს საჯარო სკოლის მოსწავლეები კორონავირუსის თავიდან ასაცილებლად ყველა წესს და რეკომენდაციას იცავენ და ონლაინ გაკვეთილებს მონდომებით სწავლობენ. 

„დარჩი სახლში, გავუფრთხილდეთ სიცოცხლეს, ხშირად დავიბანოთ ხელები, ვისწავლოთ ონლაინ გაკვეთილები“ - ამ მოწოდებით სკოლის მოსწავლემ პლაკატი დაამზადა. 

მოსწავლე თანატოლებს, covid 19-ის გამო შემქნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სახლში დარჩენისკენ და წესების დაცვისკენ მოუწოდებს.

მოსწავლის პედაგოგი მარინა ჯინჭარაძე გახლავთ.

აღსანიშნავია, რომ ფურტიოს საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლა-სწავლების პროცესს წარმატებით წარმართავს. სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს ახალ მასალას დისტანციურად უხსნიან, აწვდიან დავალებებს და ამოწმებენ მათ ნამუშევრებს.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203