იანეულის საჯარო სკოლის ერთი მოსწავლე წელს მარწყვის მოსავალს ელოდება, მეორემ კი მევენახეობა გადაწყვიტა
30-04-2020

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სოფლის მეურნეობას მიჰყვეს ხელი. სკოლის დირექციის თქმით, სასიხარულოა ის ფაქტი, რომ სოფლის მეურნეობას სკოლის მოსწავლეებიც უდგანან გვერდით.

„მინდა გაგაცნოთ ჩვენი სკოლის VIII კლასის მოსწავლეები ლაშა-გიორგი კუჭაშვილი და ზურაბი კალანდაძე.
ლაშა-გიორგიმ დანაზოგი პენსიით 300 ძირი საუკეთესო მარწყვის ნერგი შეიძინა და უვლის, წელს მოსავალს ელოდება.
ზურაბი კი ახალგაზრდა მევენახეა, მან 50 ძირი ჩხავერი გააშენა თავის ფართობში და დამოუკიდებლად უვლის, ზურაბიც წელს პირველ მოსავალს ელოდება“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203