
ხულოს მუნიციპალიტეტის სკვანის საჯარო სკოლა აქტიურად არის ჩართული დისტანციური სწავლების პროცესში.
სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თავდაპირველად მასწავლებლებს გაურთულდათ დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადასვლა, რადგან თავს იჩენდა სხვადასხვა პრობლემა (ეს იყო ინტერნეტი, კომპიუტერი, ტელეფონი თუ სხვა...), მაგრამ ახლა უკვე აქტიურადაა ჩართული თითოეული მოსწავლე და მასწავლებელი დისტანციურად სწავლების პროცესში.
„სკვანის საჯარო სკოლის პედაგოგები დისტანციური სწავლებისათვის ვიყენებთ Microsoft teams, რომელიც ძალიან მოგვწონს. ყველა მასწავლებელს და მოსწავლეს ვუსურვებთ წარმატებას და სრულად საქართველოს სიმშვიდეს. ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე დავუბრუნდებით ჩვენ საყვარელ სკოლას“,-აღნიშნულია სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები