„ამ ყველაფერმა მასწავლა მოთმინება, ქვეყანაში არსებულ მოვლენებზე დაკვირვება“ - ქობულეთის N2 სკოლის მოსწავლის ჩანახატი
30-04-2020

ქობულეთის N2 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ანა ქათამაძე თემის - „მონატრების 1 თვე  - რა გვასწავლა სიჩუმემ“ ფარგლებში თავის ემოციურ ჩანახატს გვიზიარებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ქვეყანაში არსებული რთული ვითარების გამო, ერთმანეთის კეთილდღეობისთვის და ჯანმრთელობისთვის გვიწევს, დავრჩეთ სახლში. 

ერთი თვე მეგობრების გარეშე ძალიან რთულია, მაგრამ ამ ყველაფერს დადებითიც აქვს. ზოგჯერ საჭიროა, მოგენატროს ადამიანი, რომ მიხვდე რამდენად ძვირფასია ის შენთვის. ასევე თვითიზოლაციის ჟამს ოჯახის წევრებთან ერთად მეტ დროს ვატარებთ, რაც საშუალებას გვაძლევს უკეთ ვიცნობდეთ ერთმანეთის შინაგან სამყაროს. ასევე მინდა, ყურადღება გავამახვილო დისტანციურ რეჟიმზე, რომლის წყალობითაც ადამიანებს აქვთ საშუალება, რომ აკეთონ თავიანთი საქმე ონლაინ და ვფიქრობ, რომ არა ასეთი რეჟიმი ადამიანები დეგრაგაციას განიცდიდნენ.

პირადად მე, ამ ყველაფერმა მასწავლა მოთმინება, ქვეყანაში არსებულ მოვლენებზე დაკვირვება და ა.შ. მინდა, მივმართო ჩემს მემამულეებს, რომ დარჩნენ სახლში და იზრუნონ ერთმანეთზე, რადგან კაცობრიობა რთული განსაცდელის წინაშეა ჩვენ კი შეგვიძლია, რომ ის გადავარჩინოთ ამისთვის, დიდი მსხვერპლის გაღება არ გვიწევს, მხოლოდ საჭიროა, დავიცვათ ჰიგიენის წესები, მოვერიდოთ საზოგადოებას და დავრჩეთ სახლში დაცულები და ბედნიერები ერთმანეთის ბედნიერებით.

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში  

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203