„მენატრება სკოლა, მასწავლებლები და კლასელები“ - სენაკის N7 სკოლის მე-5 კლასის მოსწავლის ჩანაწერი
სენაკის N7 სკოლის მე-5 კლასის მოსწავლე ლიზი დანელია კორონავირუსის შესახებ პატარა ჩანახატს წერს. გოგონას მიერ გადმოცემულ სათქმელს ჩვენ უცვლელად გთავაზობთ: „კორონავირუსი“ კოვიდ 19-მა გააშეშა მთელი მსოფლიო. ყველა ჩაიკეტა სახლში. მენატრება სკოლა, მასწავლებლები და კლასელები. პანიკამ მოიცვა ხალხი. ზოგნი გარდაიცვალა. ყველამ ფარხმალი დაყარა, ხალხმა იფიქრა თუ როგორ საჭიროა კომუნიკაცია და არა მდუმარება. ღმერთი არს ჩვენთან და იქნება მუდამ. მალე დაამარცხებენ ამ ვირუს და მთელი მსოფლიო, ბედნიერად და ჯამთელად იცხოვრებს. მადლობა ექიმებს ზრუნვისთვის.
ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში