„დედამიწა ერთი დიდი სახლია“ - წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის მოსწავლემ საინტერესო ვიდეორგოლი მოამზადა
30-04-2020

წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის II კლასის მოსწავლე ეფემია ჩხიკვაძემ დედამიწის შესახებ საინტერესო ვიდეორგოლი მოამზადა.

„ჩვენი დედამიწა ერთი დიდი სახლია, სადაც ყველანი ერთად ვცხოვრობთ. თითოეული ჩვენთაგანის მოვალეობაა, მოვუფრთხილდეთ და ვიზრუნოთ მასზე!“- ფიქრობს წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის მეორე კლასის მოსწავლე, ეფემია ჩხიკვაძე (კლასის დამრიგებელი  მ.ბალანჩივაძე).

მგრძნობიარე გოგონას სულზე ძალიან იმოქმედა მსოფლიოში მიმდინარე პამდემიამ. მისი აზრით, დედამიწა ავადაა, რაც ადამიანების დაუდევრობით არის გამოწვეული. ეს ვიდეორგოლიც, მისი  სულის ემოციური გამოძახილია“,-აღნიშნულია გიმნაზიის ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203