თამარისის N1 საჯარო სკოლა დისტანციურ სასწავლო პროცესს წარმატებით წარმართავს
30-04-2020

მარნეულის მუნიციპალიტეტის თამარისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის დისტანციური სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ონლაინ სწავლებაში მონდომებით არიან ჩართულნი მოსწავლეები.

„როგორც თქვენთვის ცნობილია, ჩვენს ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებიის პრევენციისთვის აუცილებელი გახდა მოსწავლეთა დისტანციურად სწავლება.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისის N1 საჯარო სკოლამ ონლაინ პლატფორმით microsoft teams-ით სარგებლობა დაიწყო 2020 წლის 24 მარტიდან და დღემდე აქტიურად ვიყენებთ.

ასევე მოსწავლეებთან, რომლებსაც არ აქვთ აღნიშნული ონლაინ პლატფორმის გამოყენების შესაძლებლობა, მათთან სწავლება ხორციელდება მესენჯერის, მობილური ტელეფონის, ჩატის საშუალებით. საუკეთესო პროექტია ტელესკოლა, რომელსაც ასევე წარმატებით ვიყენებთ ონლაინ სწავლებისათვის“,-აღნიშნავს თამარისის N1 საჯარო სკოლის დირექტორი მაყვალა ხარაიშვილი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203